ქეთევან ციხელაშვილი - ძალიან მინდა, იმ სულისკვეთებას, იმ ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას დავუბრუნდეთ, რაც წლების განმავლობაში გვაქვს პანკისის მოსახლეობასთან

„ძალიან მინდა, დავუბრუნდეთ იმ სულისკვეთებას, იმ ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, რაც წლების განმავლობაში გვაქვს პანკისის მოსახლეობასთან“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ის შეეხო პანკისში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა და ძალადობის ესკალაცია.

„ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად, გონიერებით, საქმიანად, არგუმენტირებულად უნდა ვიმსჯელოთ და გვქონდეს დიალოგი ყველა საკითხზე“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, პანკისის ხეობისთვის არსებობს განვითარების ძალიან კომპლექსური გეგმა.

„ამას თავად მოსახლეობაც დაადასტურებს. გეგმა მიმართულია იმისკენ, რომ ამ ხეობის პოტენციალი მოსახლეობის სასიკეთოდ სრულად იქნას ათვისებული - აქ საუბარია სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, ტურიზმზე, კულტურაზე და ა.შ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქისტები ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები არიან, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სამაგალითო სახელმწიფოებრივი აზროვნება, რაც წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ვნახეთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას. ჩვენ ყველამ მაქსიმალური გონიერებით, იმ მზაობით, რომელიც ამ დღეებში ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა, დიალოგის და საქმიანი, არგუმენტირებული დისკუსიის გზით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები, აუცილებლად გავაგრძელოთ ხეობაზე და ერთმანეთზე ზრუნვა, რადგან ეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესია“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა