სატრანსპორტო კომპანია -  უახლოეს პერიოდში იგეგმება მეტროპოლიტენის  ძველი ელექტროსადენებისა და გამნიავებლების შეცვლა

სატრანსპორტო კომპანია უახლოეს პერიოდში უკვე გეგმავს დაიწყოს ძველი ელექტროსადენებისა და გამნიავებლების შეცვლა. ამისთვის გამოყოფილია აზიის განვითარების ბანკის, ADB-ის მიერ 15 მილიონი დოლარი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

ამასთან, სატრანსპორტო კომპანია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილის განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვით, თბილისის მეტროპოლიტენში გახშირებულ ტექნიკურ შეფერხებები ერთ-ერთი ფაქტორი სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე პერსონალის არაპროფესიონალიზმია.

„ადამიანები სატრანსპორტო კომპანიაში, განსაკუთრებით სპეციფიურ თანამდებობებზე და სპეციფიურ სამსახურში მუშაობენ არა ერთი და ორი წელი, არამედ 30 და 40 წელი და არიან თავისი საქმის პროფესიონალები“, - აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.

რაც შეეხება მეტროებში არსებულ მოძველებულ ინფრასტრუქტურას, როგორც სატრანსპორტო სამსახურში განმარტავენ, უახლოეს მომავალში, მეტროს გვირაბებში ელექტროსისტემის შეცვლა მთლიანად მოხდება და ამისთვის 15 მილიონი დოლარი უკვე გამოყოფილია.

„სატრანსპორტო კომპანია უახლოეს პერიოდში უკვე გეგმავს დაიწყოს ძველი ელექტროსადენებისა და გამნიავებლების შეცვლა. ამისთვის გამოყოფილია აზიის განვითარების ბანკის, ADB-ის მიერ 15 მილიონი დოლარი. ეს ელექტროსადენიც, ამ ელექტროსისტემის შემადგენელი ნაწილია, რომლის დაზიანება და აალება მოხდა დღეს. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებას, ესკალატორებს, მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ მათ შემოწმება, ტესტირება და ყოველდღიურად ხდება მათი კაპიტალური თუ მიმდინარე შეკეთება მოვლა-შენახვითი სამუშაოების ფარგლებში. ასე რომ, ამ საკითხებთან დაკავშირებით რომ პრობლემებია, ამაზე ჩვენ თვითონაც ვსაუბრობთ და ამიტომაც ხდება ამ ინფრასტრუქტურული პრიოექტების განხორციელება, რომელიც უახლოეს პერიოდში გაკეთდება“, - განმარტავენ სატრანსპორტო კომპანიაში.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თბილისის მეტროპოლიტენში გახშირებულ ტექნიკურ შეფერხებებს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე „ინტერპრესნიუსთან საუბარში აცხადებს, მსგავსი შემთხვევების არსებობა სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე პერსონალის არაპროფესიონალიზმსა და მოძველებულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება.

დღეს მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ სადენის აალების გამო მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა გარკვეული ხნის განმავლობაში პარალიზებული იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა