ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რატომ მოაწერა ხელი განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების შესახებ

დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განკარგულებაზე ხელმოწერის შემდეგ, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მოგვიანებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის საკითხია.

„რაც შეეხება მოქალაქეობის მიღებას - ეს ფაქიზი თემაა. მე, საერთოდაც, მომხრე ვარ, რომ პროცედურები მაქსიმალურად გავამარტივოთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სათანადო ყურადღება არ მივაქციოთ უსაფრთხოების მოთხოვნებს“ - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ამის გაკეთება მიზანშეწონილია მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებით.

„ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, პრობლემები შევუქმნათ უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას, მაგრამ იმ ვითარების გაძლება, როდესაც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები საერთო მოკლებულნი არიან რაიმე სახის სამოქალაქო უფლებებს - ეს ყოველგვარ საზღვრებს სცდება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით“ - განაცხადა პუტინმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა