საპენსიო სააგენტოს  წარმომადგენელი „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებაზე - საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პირები თემის პოლიტიზირებას ცდილობენ

ცოტა საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიებმა და პირებმა სწორედ ასეთი განცხადებები გააკეთეს და ცდილობენ თემის პოლიტიზირებას, ცოტა უხერხულია, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაგდა კოტრიკაძემ "ევროპული საქართველოს" სამი წევრის მიერ დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვებაზე განაცხადა.

„რეალურად დეპუტატები, რომლებიც იყვნენ ჩვენთან მოსული, ჩვენთვის არიან რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი დატოვონ სქემა, ან პირიქით, ჩვენ ვიღებთ უამრავ მოქალაქეს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ჩაერთონ პროცესში. ცოტა საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიებმა და პირებმა სწორედ ასეთი განცხადებები გააკეთეს და ცდილობენ თემის პოლიტიზირებას, უხერხულია. ჩვენ ვემსახურებით ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში და ასევე უცხოელ მოქალაქეებსაც, რომლებიც არიან რეზიდენტი პირები. ასე, რომ ნუ ვეცდებით თემის პოლიტიზირებას. რაც შეეხება ინფორმირებულობის ნაწილს, ჩვენ ყოველდღე ვართ ეთერებში. უკვე 750 ათასზე მეტი ადამიანია სქემაში ჩართული",- განაცხადა კოტრიკაძემ.

დღეს გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ლელა ქებურიამ საპენსიო სისტემა დატოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა