ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს დეპუტატი ვლადიმირ გლუშკოვი - 9 თვის განმავლობაში სულ მესმის, რომ ზეწოლას ვახდენ მოწმეებზე, თუმცა არც ერთი დომუმენტი არ წარმოუდგენიათ

9 თვის განმავლობაში სულ მესმის, რომ ზეწოლასა და გავლენას ვახდენ მოწმეებზე. არც ერთი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ, რომ ამას ვაკეთებ, ან ამას ვაპირებ. 9 თვეა ტელეფონით დარეკვას მიკრძალავენ. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება მტკიცებულება იყოს?, - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს საერთაშორისო ძებნაში მყოფმა ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს დეპუტატმა ვლადიმირ გლუშკოვმა.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღინისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 100 000-ლარიანო გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა მის ძმასაც, ალექსანდრე გლუშკოვებსაც.

ძმები - ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვები, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ, საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს.

ძმები გლუშკოვები რუსეთში თაღლითობასა და კორუფციაში არიან ბრალდებულები.

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის ივლისში ალექსანდრე გლუშკოვმა თავისი ძმის შუამავლობით სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელისგან მიიღო ქრთამი ექვსი მილიონი რუბლის ოდენობით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის სანაცვლოდ. ამას გარდა, 2013-2016 წლებში ძმებმა გლუშკოვებმა სხვა პირებთან ერთად ავტოსადგურის კომპლექსის რეკონსტრუქციის საბაბით აღნიშნულ ტერიტორიაზე ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის შენობა ააშენეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა