ვლადიმერ კონსტანტინიდი - ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება

ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განუცხადა. მისი თქმით, ლიბიელმა სამართალდამცველებმა ქართველ მეზღვაურებს ის შეზღუდვები მოუხსნეს, რომელიც ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითვალისწინებდა.

„გუშინ გამოძიებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლებულიყვნენ შეზღუდვისგან. ისინი საქართველოში გამოემგზავრებიან უახლოეს მომავალში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენმა საელჩოებმა ეგვიპტეში და თურქეთში ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწიეს ამ საქმის მონიტორინგზე, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პირობები ყოფილიყო უზრუნველყოფილი. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით, რადგან ლიბიაში საკმაოდ მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარებაა“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა