ალეკო ელისაშვილი - პირობას ვდებ, რომ ,,ლადოს  ბაღს” ქალაქს დავუბრუნებ

მე პირადად ვდებ პირობას, რომ „ლადოს ბაღს” ქალაქს დავუბრუნებ”, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოლოლაკში, „ლადოს ბაღის” დასაცავ აქციაზე განაცხადა, სადაც მთაწმინდის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან იოსელიანთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ელისაშვილმა განუცხადა, ბაღის ტერიტორია იყიდება, ამიტომ იგი მიმართავს მერიას, რომ გამოისყიდოს აღნიშნული ბაღი, რადგან ეს არის ერთადერთი მწვანე სივრცე სოლოლაკში, სადაც ადგილობრივები იკრიბებიან.

„ლადოს ბაღში” ჩვენს მიერ გატარებული დასუფთავების აქციის მერე და ლევან იოსელიანის მთაწმინდის მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ მეორე დღესვე გამოაკრეს ბანერი, რომ მიწა იყიდება. როგორც ჩანს, ისინი ხვდებიან,რომ ამ სკვერში ვერაფერს ვერ ააშენებენ, უნდათ,მოგვიშორონ და ძალიან კარგი, ამას ჩვენ მივესალმებით, ამას ვითხოვთ ზუსტად, რომ ახლა მერიამ უნდა გამოისყიდოს ეს სკვერი, უნდა მიწა გაუცვალოს, ჩაიწეროს კალძემ ქულები და ჩვენ ტაშს დავუკრავთ, იმიტომ რომ სოლოლაკის მოსახლეობას სხვა სკვერი არ აქვს.აქ ერთი კვადრატული მწვნე სივრცეც არ არის - გარდა ამ ბაღისა. მაჟორიტარული არჩევნები რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ჩვენ ამ ბაღისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ და მე პირადად ვდებ პირობას, რომ ამ ბაღს ქალაქს დავუბრუნებ”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანის თქმით, ქალაქის მერიამ უნდა გამოისყიდოს ან ადგილმონაცვლეობის გზით, მესაკუთრისგან უნდა დაიხსნას “ლადოს ბაღი” და დაუბრუნოს ქალაქს.

„ლადოს ბაღი” ერთადერთი სკვერია სოლოლაკში ამაღლების ქუჩაზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადგილი მოსახლეობას დაუბრუნდეს. ადგილობრივები პატარებს ტროტუარებზე ასეირნებენ, მაშინ როდესაც ეს არაჩვეულებრივი ადგილი კიდევ ერთხელ იყიდება. ქალაქის მერიამ უნდა გამოისყიდოს ან ადგილმონაცვლეობის გზით, მესაკუთრისგან უნდა დაიხსნას “ლადოს ბაღი” და დაუბრუნოს ქალაქს. არავინ იფიქროს, რომ ეს წინასაარჩევნო სპექტაკლია. პირადად, მე ჩემს გუნდთან და სოლოლაკელებთან ერთად, არჩევნების მერე გაორმაგებულ ძალისხმევას დავხარჯავთ, რომ „ლადოს ბაღი” დაუბრუნდეს მის ნამდვილ მფლობელს - ადგილობრივ მოსახლეობას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს