თავდაცვის მინისტრმა ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

25 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის დღე აღინიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მიულოცეს.

ლევან იზორიამ თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათი საბრძოლო მომზადების მაღალ დონეზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში გრძელდება რეფორმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკოსების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ძალთა შენარჩუნებას.

„თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. აღნიშნულ სარდლობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. წელს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქვედანაყოფებში მეტ ავტონომიურობაზე, რათა ქვედანაყოფებმა თავად განსაზღვრონ მათი საჭიროებები და ამოცანით დეცენტრალიზებული მართვის პირობებში შეძლონ რესურსების ავტონომიურად მართვა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მათივე ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა 3 ლოჯისტიკოსი სამსახურებრივი მოვალეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. სამხედრო მოსამსახურეები ასევე დაჯილდოვდნენ თავდაცვის ძალების სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის მედლებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელი - 5 თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა - 27 სამხედრო მოსამსახურეს და 51 სამოქალაქო პირს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მადლობა 35 სამხედრო მოსამსახურეს გამოეცხადა.

„ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის მეთაურები და ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის წევრები (VALIANT) დაესწრენენ. ღონისძიების ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოდერნიზებული და განახლებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა