კახა კალაძე - ივნისის ბოლოს მეტროს მუშაობა დილის და საღამოს საათებში, შესაძლოა, თითო საათით შემცირდეს

ივნისის ბოლოსთვის, ძალოვანი კაბელის გამოცვლის სამუშაოების გამო, შეიძლება, მეტროს მუშაობა თითო საათით შემცირდეს როგორც დილის, ასევე საღამოს საათებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალოვანი კაბელის გამოცვლის პროექტი უკვე დაწყებულია, უშუალოდ სამუშაოები კი ივნისის ბოლოსთვის დაიწყება.

"მეტროში პრობლემები არის. მთავრობის გასულ სხდომებზე გავაკეთე განცხადება ზუსტად იმაზე, რომ დაწყებული გვაქვს პროექტი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს იქნება ახალი, ევროპული ტიპის ბოჭკოვანი კაბელი. 1966 წლის შემდეგ, როცა მეტრომ ფუნქციონირება დაიწყო, არანაირი ცვლილება არ ყოფილა, იმ დროს გაკეთებული ძალოვანი კაბელი დღესაც ფუნქციონირებს. აუცილებელია ამის მოწესრიგება. 17 მილიონი დოლარი გამოგვიყო აზიის განვითარების ბანკმა ამ პროექტის განხორციელებისთვის. უკვე გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ივნისის ბოლოსთვის დაიწყება სამუშაოები, რომელთა წარმოების დრო მალე მეცოდინება. შეიძლება თითო საათით შემცირდეს მეტროს მუშაობა, როგორც დილის, ასევე საღამოს საათებში, რომ კომპანიას ჰქონდეს მეტი დრო, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელისა და ასევე სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების ცვლილება", - აღნიშნა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა