რაშიდ ნურგალიევი - აუცილებელია ზომების მიღება საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიიდან მოდის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის განცხადებით, აუცილებელია ზომების მიღება იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც მეზობელ საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიიდან მოდის. „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნურგალიევმა ოკუპირებულ ცხინვალში ყოფნისას განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და რაშიდ ნურგალიევმა „რესპუბლიკის“ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხზე თათბირი გამართეს, რომლის დროსაც დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაროსანას გავრცელების საფრთხეზეც ისაუბრეს.

ნურგალიევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა რაშიდ ნურგალიევმა და განაცხადა, რომ საკითხი შეისწავლეს. „არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეიძლება გრიპის გარკვეული შტამი იყოს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიიდან არის შემოტანილი. ვვარაუდობთ, რომ ეს ვირუსის სახესხვაობაა. ეს ეროვნული უსაფრთხოების ელემენტია და აუცილებელია შესაბამისი ზომების მისაღებად მათთან საბრძოლველად“ - განაცხადა ნურგალიევმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა