ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა 22-ე ბატალიონისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად გადაიბარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეიდან IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. მათი ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ 22-ე ბატალიონის ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიის განმავლობაში სამაგალითოდ იქცეოდნენ. მიისვე თქმით, ქართველებთან მხარდამხარ სამსახური საამაყოა.

სამშვიდობო მისიის ოფიციალური გადაბარების ცერემონიალზე საქართველოს, აშშ-ის და ავღანეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა, თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ და 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორე პაპავამ 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით: „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვეს.

22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორე პაპავამ და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა