მართლმადიდებლები დღეს, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, დღეს, მართლმადიდებლები ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან.

ნიშნად უფლის მოწყალებისა ზეციური ცეცხლის გადმოსვლას უფლის საფლავზე მორწმუნეები ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ამისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში შევა და საფლავი დაიხურება.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს აღავლენს.

„წმინდა ცეცხლს“ მომლოცველები საქართველოში დღეს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ტაძრებში გავრცელდება.

მოციქულთა და „წმინდა მამათა“ გადმოცემის თანახმად, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ამავე წყაროების მიხედვით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა