ნათია თურნავა ამერიკული კინოწარმოების წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კინოწარმოების წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ცნობილი სტუდიების - HBO, UNIVERSAl PICTURES, INDEPENDENT - პროდუსერები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

ამერიკული კინოწარმოების მაღალი რანგის წარმომადგენლების დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით, 25 აპრილს ეწვია და 1-ელი მაისის ჩათვლით კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლის. მათი ვიზიტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ამერიკული კინოსტუდიების მიერ ფილმების გადაღების შესაძლებლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ამერიკელ კინომწარმოებელთა ვიზიტს წინ უძღოდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელთა პრეზენტაციები ჰოლივუდში, რომლის დროსაც გამოიხატა ინტერესი საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის პოტენციური მდებარეობის მიმართ.

„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ შესახებ ისაუბრა, რომლითაც უკვე ისარგებლეს ევროპელმა, ინდოელმა და ჩინელმა პროდუსერებმა. აღინიშნა, რომ პროგრამიდან გამომდინარე, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. ამჟამად კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის ფარგლებში, 15 უცხოური პროექტი უკვე განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაიღონ ფილმი ან/და სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

თავის მხრივ, ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ ინტერესი გამოხატეს. მათი შეფასებით, საქართველო ერთ-ერთ გამორჩეული ლოკაციაა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და მას სხვებისგან ეკლექტურობა და მრავალფეროვნება გამოარჩევს. სტუმრებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოთი მათი დაინტერესება ასევე გამოიწვია იმან, რომ ქვეყანა კორუფციისგან თავისუფალია და დაბალი გადასახადებით გამოირჩევა. შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ ამერიკული მხარე სერიოზულად განიხილავს საქართველოში გადაღებების დაწყებას.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები ქართველ კინომწარმოებლებსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან ქართული კინოს წარმოების შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას. ისინი 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, უფლისციხეს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს. ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „TRANSFORMERS”, „WE NEED TO TALK ABOUT KEVIN “, „ STAR WARS: The Force Awakens“, „SKY FALL“, “NEVER LET ME GO” და ა .შ.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა