თავდაცვის მინისტრმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე იმყოფებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლევან იზორიამ მუხათგვერდიდან ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალულები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდსა და ვაშლიჯვარში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა