ანონსი  30 აპრილი

30 აპრილს, 10:00 საათზე, "ევროპული საქართველოს" ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: ოდირის დასკვნა, არჩევნები

მის: ნინო ჩხეიძის 38 (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში)

30 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბესტ ვესტერნ თბილისში“ გაიმართება დიალოგი შრომის უსაფრთხოებასა და შრომით რეგულაციებთან დაკავშირებით.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მის: აფაქიძის 11

საკონტაქტო: მარიამ ქუჩულორია - ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორის მოადგილე 599 222 626 ; მაია ერისთავი - ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის კოორდინატორი 599 532 250

30 აპრილს, 11:00 საათზე, პალამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

30 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2019 წლის მარტი

მის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური . ცოტნე დადიანის #30

30 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე.

მის: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ N 89

30 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით არსებული ვითარება და სამმხრივი კომისიის ფორმატის მოთხოვნა აზერბაიჯანელთა მუფტის მონაწილეობით.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

30 აპრილს,11:30 საათზე, „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: რა რეალობა დახვდა კონგრესის წარმომადგენლებს დავით გარეჯში და როგორია აზერბაიჯანული მხარის პოზიცია.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო ეკა გულუა 599726565

30 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პარლამენტის საზეიმო სხდომა გაიმართება.

სხდომას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; სიტყვით გამოვლენ: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

მის: პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, მე-3 სართული)

30 აპრილს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტსა და ღია უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: უნივერსიტეტის ქუჩა, 2

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია 595 51 94 51

30 აპრილს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, კონფლიქტოლოგი ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დავით გარეჯში შექმნილ ვითარება. ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანმა მონასტრის ტერიტორიაზე კონტიგენტი გაზარდა. როგორი უნდა იყოს ქართული მხარის პოზიცია

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო.: 593 53 45 24

30 აპრილს, 13:00 საათზე პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწარფიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

მის: ათონელის 23

30 აპრილს, 13.00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება.

30 აპრილს, 14:00 საათზე, მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი ბინების მშენებლობას საფუძველს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩაუყრიან.

ღონისძიების გაშუქების მსურველ მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ, მობრძანდეთ 13:30 საათზე.

მის: მახათას მთა, ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ხუდადოვის კორპუსებთან საკონტაქტო: თეო ჭონიშვილი 577190087; გიორგი კაჭარავა 577393913

30 აპრილს, 15:00 საათზე, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიების გაშუქების მსურველ მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ, მობრძანდეთ

14:00 საათზე.

მის: დაბა ვაზიანი, მე-4 მექანიზებული ბრიგადა

საკონტაქტო: ლილი გოგოხია 595161660; სალომე ჩხეიძე 555505758

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა