ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების დარეგულირების ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების დარეგულირების ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადეს.

გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ერთმანეთს ბერლინში ბალკანეთის საკითხებზე გამართულ არაფორმალურ სამიტზე შეხვდნენ. ლიდერებმა მოლაპარაკებებში ყველა ქვეყნის ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.

ემანუელ მაკრონმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მათი მიზანი ამ მომენტში არა ევროკავშირის გაფართოება, არამედ რეგიონში სტაბილურობის მიღწევაა.

შეგახსენებთ, რომ კოსოვო სერბეთს 2008 წელს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მსოფლიოს მაშტაბით 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და ევროპის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა