ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაცია 16:00 საათზეა დანიშნული, სადაც გამოცხადდება პროექტის GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის. პრეზიდენციაზე, მოწოდებული იქნება ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც ექნებათ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს.

ღონისძიებაზე ასევე იგეგმება ახალი ვებპლატფორმის www.geclose2eu.info პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციის გავლას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

კონკურსში ჩართვა შეეძლებათ იმ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ და აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს. აპლიკაციების მიღება 1 მაისიდან - 1 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

ღონისძიებას წარუძღვებიან შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი მოლი ლიენი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი ნინო ევგენიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

შეხვედრას დაესწრებიან ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა