სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“ არც ერთ ღონისძიებაში ჩართული არ არის

სამწუხაროდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც ერთ ღონისძიებაში არ არის ჩართული რომელიც დაიგეგმა ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ გვსურდა საუბარი ევროსაჭოს დელეგაციასთან, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ვერ იღებს ვერც ერთ ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობას. სამწუხაროდ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ არ ჩათვალა საჭიროდ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა ამ შეხვედრებში. იმ მიზეზით და საბაბით, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობების კვოტების გადანაწილების შედეგად არ გვყავს წარმომადგენელი ევროსაბჭოში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვუსმინოთ მხოლოდ გამოსვლას პლენარულ სესიაზე. ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ მარგინალიზება მოხდეს მთავარი ოპოზიციური ძალის საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა დეპუტატმა.

სალომე სამადაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო დღეს ვერ ასრულებს იმ ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც აქვს ევროსაბჭოსთან.

„ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენი ქვეყნის დაბრუნების თვალსაზრისით ევროპულ სივრცეში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რომ ოც წლისთავზე ჩვენ ვერ ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს როგორც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს. პირველ რიგში, ეს შეეხება არჩევნების სტანდარტებს. ჩვენ, სამწუხაროდ, დღესაც ვერ ვასრულებთ იმ სტანდარტებს, რასაც ევროსაბჭო წევრ ქვეყნებს სთხოვს. მთელი რიგი სხვა საკითხები, მაგალითად, ისეთი როგორიცაა: აფგან მუხთარლის გატაცება, გამოუძიებელი საქმეები, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა და ის სამარცხვინო კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით, ეს ყველაფერი არის პირდაპირი დარღვევა იმ ვალდებულებების, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული როგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა