საბაჟო-გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „მტკვარი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 25,357.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 274.54 გრამი) გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 25,357.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა