ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 52-ე წლიურ შეხვედრაში 1-5 მაისს მონაწილეობას მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანთა სამინისტროდან აცნობეს, ივანე მაჭავარიანი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი მაკდონალდთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, სკოტ დოუსონთან, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრი ასევე დაესწრება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის სესიას.

ამასთან, შედგება ორმხრივი შეხვედრები როგორც ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან/მმართველებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ამ დროიდან ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამა.

დღეის მდგომარეობით, ADB-ს მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა