მოსამართლეების არჩევის წესზე ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტის განხილვა ისე დასრულდა, რომ თანამომხსენებლებს განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ისე დასრულდა, რომ განხილვის პროცესში თანამომხსენებლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

სხდომათა დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტის - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელიც ერთ-ერთი თანამომხსენებელია.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით პლენარული სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რეგლამენტის თანახმად, პლანერულ სხდომათა დარბაზში თანამომხსენებლის არყოფნა კანონპროექტის განხილვას არ აფერხებს. ჩუგოშვილმა აქვე დასძინა, რომ შესვენების დასრულების შემდეგ მან კოლეგებს, მათ შორის წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს დარბაზში შესვლისკენ მოუწოდა.

პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლში, რომელიც კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის პროცედურას არეგულირებს, წერია, რომ მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით თანამომხსენებელი გამოდის. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ კი, პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტი სესიაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა