ეკა ბესელია - პარლამენტის ცარიელი დარბაზი აჩვენებს, რომ არაფერი აინტერესებთ, გარდა იმისა, დავალება შეასრულონ და ცუდი კანონპროექტი სწრაფად მიიღონ

პარლამენტის ცარიელი დარბაზი და ის, რომ წამყვანი - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საკითხის განხილვას არ ესწრება, აჩვენებს, რომ არაფერი აინტერესებთ, გარდა იმისა, მიღებული დავალება სწრაფად შეასრულონ და ცუდი კანონპროექტი სწრაფად მიიღონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

“ეს არის ერთგვარი რენდგენის სურათი, რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, როგორ რეაგირებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ემოციაზე და მოლოდინზე მმართველი პარტია, რაც აქვს შინ და გარეთ ყველას. ეს ჩვენ დავინახეთ. ეს იყო ძალიან კარგი სურათი და ფილტრი, რომ არ არის ინტერესი - მთავარი არის ის მესამე მოსმენა”, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ისე დასრულდა, რომ განხილვის პროცესში თანამომხსენებლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

სხდომათა დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტის - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელიც ერთ-ერთი თანამომხსენებელია. პროექტი სესიაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი