ანონსი 1 მაისი

1 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მოსმენა გაიმართება.

მის: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

1 მაისს, 10:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციას წარადგენს. მინისტრი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს პროგრამის ფარგლებში შექმნილი ველური ბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებს. ღონისძიების დასასრულს, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი იშვიათი ფრინველის „კოლხური ხოხბის“ ბუნებაში გაშვება მოხდება.

მის: თბილისი-რუსთავის გზატკეცილი, ფონიჭალის მიმდებარედ

1 მაისს, 10:30 საათზე, IERI Store-ში, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლებს სიახლეებს გააცნობენ.

მის: IERI Store; ღვინის ქარხნის ტერიტორია; ვასილ პეტრიაშვილის 1

საკონტაქტო: ნანა ჯანჯღავა 577 78 15 00; ეკა სარია 577 11 04 20 ; თაკო მესხი 599 90 89 06

1 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში ელენე ხოშტარიას და სანდრო ბარამიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: მურუსიძე.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

1 მაისს, 11:00 საათზე. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

1 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა პრესკონფერენციას გამართავს და მედიას საქმის ახალ დეტალებსა და მტკიცებულებებს წარუდგენს. ამასთან, სოხუმიდან Skype-ით ბრალდებულის მეუღლე იური სუსლიაკი ჩაერთვება და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

1 მაისს, 11:00 საათზე, მედიაცენტრ „მთავარში“„ქართული მარშის“ წარმომადგენლები განცხადებას გააკეთებენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

1 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ.შარტავას ქ.N7

1 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

მის: პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

1 მაისს, 12:00 საათზე, გორში, სასტუმროში „ლაქი“, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება.

მის: გორი, სასტუმრო „ლაქი“, სუხიშვილის 35

1 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

1 მაისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დავით გარეჯში შექმნილ ვითარება - რა ხდება ადგილზე რეალურად?

ვიზიტი აშშ-ში და ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფის შექმნა პროექტ „გეორგიასთან“ დაკავშირებით.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 მაისს, 12:00 საათზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და ZPMC-ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და კომპანია ZPMC-ის ვიცე-პრეზიდენტი ლიუ ქიზონგი მოაწერენ.

მის.: შერატონ მეტეხი პალასი, თელავის ქ N20

1 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 მაისს, 13.00 საათზე, ,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრემიერ-მინისტრის სახელზე სახელმწიფო კანცელარიაში დავით გარეჯთან დაკავშირებით წერილს შეიტანს, რის შემდეგაც მედიისთვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

მის: სახელმწიფო კანცელარია, პავლე ინგოროყვას ქუჩა 7

საკონტაქტო : 599 00 91 88

1 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად, ახალქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტის ისტორიულ ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

ჟურნალისტებთან შეხვედრის ადგილი: 13:00 საათი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია

საკონტაქტო: თამარ ჯაფარიძე 595888880

1 მაისს, 13:00 საათზე, დავით უსუფაშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატი ტოგო ჭელიძე ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის.: ოზურგეთი, ჭავჭავაძის #14, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

1 მაისს, 13:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ წევრები დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი და ირმა ნადირაშვილი საპენსიო სააგენტოს ოფისში მივლენ და დაგროვებით საპენსიო სისტემას დემონსტრაციულად დატოვებენ.

მის.: ყიფშიძის 7ბ (საპენსიო სააგენტოს ოფისი)

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

1 მაისს, 13:30 საათზე, პარლამენტის შესასვლელთან (ზედა მხარეს), მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისo დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით აქცია-გამოფენა „არა მუშათა მსხვეპრლთშეწირვას“ გაიმართება.

1 მაისს, 13:30 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში, 55 წლის შემდეგ კანის კინოფესტივალზე ქართული ფილმის "თეთრი ქარავანი" დაბრუნებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია, მსახიობი იმედო კახიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე და ეროვნული არქივის კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე დაესწრებიან.

1 მაისს, 14:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დამოუკიდებელი პროფკავშირის - “სოლიდარობის ქსელის”, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებისა და “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი - “ერთობა 2013-ის” წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ახალი, ალტერნატიული პროფკავშირული გაერთიანების შექმნა და მშრომელთა მოძრაობის სამომავლო გეგმები. მშრომელთა საერთაშორისო დღე და დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო.: 593 53 45 24

1 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „ქალთა მოძრაობა“ შრომითი უფლებების თანასწორობის მოთხოვნით ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვლენ ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი ბაია პატარაია, „ქალთა მზერის“ წარმომადგენელი გვანცა ხონელიძე, გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი რაისა ლიპარტელიანი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ეკატერინე სხილაძე.

მის.: თავისუფლების მოედანი #4

1 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე გამოცხადდება პროექტის GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის.

ღონისძიებას წარუძღვებიან შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი მოლი ლიენი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი - ნინო ევგენიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი - მიხეილ ხიდურელი.

1 მაისს, 17:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან პროფკავშირები საპირველმაისო აქციას გამართავს.

1 მაისს, 18:00 საათზე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკელ მენიე აკადემიური პალმების კავალრის ორდენებს გადასცემს თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში მრჩეველს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს 2014 -2018 წლებში ჟან-ივ ლავუარს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორს თამარ ხოსრუაშვილს.

მის.: ჭანტურიას #5, საფრანგეთის ელჩის რეზიდენცია

საკონტაქტო: თამარ ქათამაძე: 599 70 41 52; სესილ ფაჟეგალტიე 592 10 00 25

1 მაისს, 19:30 საათზე, ისრაელის კვირეულის ფარგლებში, რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საღამოს ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“ და მას ისრაელიდან 120-კაციანი დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: რუსთაველის თეატრი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის შეხვედრები ამომრჩეველთან

19:00 - მაჩაბლის ქუჩა N 16 მიმდებარე ეზო

19:45 - ბარნოვის და მაჭავარიანის ქუჩების კუთხე