წლის ბოლომდე, თბილისში 8-მეტრიანი Isuzu-ს ფირმის ავტობუსები შემოვა

წლის ბოლომდე თბილისში 8-მეტრიანი, 220, Isuzu-ს ფირმის ახალი ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტობუსები თანამედროვე სისტემებით იქნება აღჭურვილი.

"დასრულდა ტენდერი და გაფორმდა ხელშეკრულება 220 ავტობუსის შემოყვანასთან დაკავშირებით. გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და წლის ბოლოსთვის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსებუსი უნდა შემოვიდეს. ეს არის ის პროგრამა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ და სერიოზულ პორბლემას და დისკომფორტს წარმოადგენს როგორც მგზავრებისთვის, ასევე ზოგადად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ამ მიმართულებითაც არსებული ავტობუსების პარკი არის პრობლემა. შესაბამისად, ჩვენს მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკას მოიცავს, როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, ასევე მეტროს ვაგონების განახლებას, მოწესრიგებას, მეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად 8-მეტრიან ავტობუსებს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB დამტენებით, WI-FI -მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს ავტობუსის WI-FI სიგნალით დაფარვას, ანუ ამ ავტობუსებში შესაძლებელი იქნება უფასო ინტერნეტით სარგებლობა.

„8-თვიან პერიოდში მოხდება ავტობუსების მოწოდება. ჩვენს მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ და ძალიან მალე ქალაქს ეყოლება ახალი, 220, 8-მეტრიანი ავტობუსი. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ 10-მეტრიან ავტობუსებს, რომლის ნაწილი დედაქალაქში ჩამოსულია და პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გვექნება. ეს ავტობუსები მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, ისინი განთავსებული იქნება სხვადასხვა მარშრუტებზე, სხვადასხვა რაიონებში და უბნებში. ეს ტენდერი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, იყო დავები, თუმცა, საბოლოოდ დასრულდა და გვყავს გამარჯვებული კომპანია. ავტობუსის ფირმა არის ISUZU. ფერს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ. ეს არის ევრო 6 დიზელზე მომუშავე ავტობუსები. ყველა სტანდარტს, როგორც ევროპულ ქალაქებშია, შესყიდვის დროს ვითვალისწინებთ. ამ სტანდარტებით იქნება ყველა ის ავტობუსი, რომელსაც მუნიციპალიტეტი შეისყიდის",- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა