გედევან ფოფხაძე უმრავლესობას - გაქვთ ერთი შანსი და ამ შანსის არგამოყენებით 1-ელი ოქტომბერი მთავრდება

შანსის ხელიდან გაშვება, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნოთ, პოლიტიკური ხარაკირი და პირველი ოქტომბრისთვის განაჩენია, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მესამე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

დეპუტატების ნაწილი მესამე მოსმენიდან კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს. ფოფხაძის თქმით, დღეს არასწორი მორალური არჩევანი კეთდება იმ ადამიანების ინტერესების უპირობო შესრულებისთვის, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმის არსებობა 9 წლის განმალვლობაში სამართლებრივად უზრუნველყვეს.

„მგონია, რომ შეგნებულად გაქვთ გააზრებული, რომ არ აპირებთ იმ ბოლო შანსის გამოყენებას, რომ პარლამენტი ღირსეულად გამოსულიყო ვითარებიდან, სადაც ყველა ერთად აღმოვჩნით. ჩემთვის ნათელია, რომ უბრალოდ, ხდება გარკვეული შეკვეთა, შესრულება და ამის იქით რაიმე სხვა მოტივაციაზე საუბარი ალბათ ზედმეტია. ძალიან არასწორი მორალური არჩევანი კეთდება დღეს იმ ადამიანების ინტერესების უპირობო შესრულებისთვის, რომელთაც სამართლებრივად უზრუნველყვეს სააკაშვილის რეჟიმის არსებობა 9 წლის განმავლობაში და ეს ჩამოყალიბდა, როგორც კლანი სასამართლოში და ჩვენი მომავლისთვის წარმოადგენს საფრთხეს. გაქვთ ერთი შანსი, დააბრუნოთ მეორე მოსმენაზე კანონპროექტი და შეეცადოთ მაინც, გაითვალისწინოთ რაღაც რეკომენდაციები, რომ ეს მთლიანად საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების, არსაამთავრობო სექტორის, პროფესიული სექტორის გამოწვევა არ გახდეს. ამ შანსის არ გამოყენება, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ხარაკირია. გული მტკივა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, ე.ი. პირველი ოქტომბერი მთავრდება. პირველი ოქტომბრისთვის და ადამიანებისთვის, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობდა, განაჩენი გამოგაქვთ იმის გამო, რომ სიამოვნება მიანიჭოთ და შეუსრულოთ შეკვეთა ზონდერ მოსამართლეებს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა