ლევან კობერიძე - მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩემთვის წყალგამყოფია

ამ დროისთვის არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებით, იმ პროცესს გაემიჯნა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობაში კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ ინფორმირებულია.

“ვაპირებ გავაგრძელო ძალიან აქტიური ცხოვრება და საქმიანობა. ჩემი კონკრეტული გეგმები გამაჩნია და უახლოეს პერიოდში ჩემს ამომრჩეველს და მედიას ამის შესახებ ეცოდინება. დამოუკიდებელი სტატუსი მექნება. ეს კანონპროექტი ჩემთვის წყალგამყოფია. არამარტო კანონპროექტი, არამედ მთლიანად პროცესის ფორმა ამ თემასთან დაკავშირებით როგორც მიმდინარეობდა. გარდა ამისა, არსებობს საკითხები, რომელიც ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. ამ წუთას არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. მივიღე ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა მომავლის. კონსულტაციები დატოვებასთან დაკავშირებით პარტიაში არ მქონია, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცის," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის