ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს მხრიდან აფხაზი ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ყურადღების გამახვილება არ სურთ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპარლამენტში არ სურთ ყურადღება გაამახვილონ საქართველოს მხრიდან აფხაზი ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.

„ამ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ ასპექტზე თვალის დახუჭვით, საქართველოს ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის დესტრუქციულ კურსს“, - ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მდივანმა, ლილიან მორი პასკიემ კომენტარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ საგანგაშო ფაქტებთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა