ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის მისიის მიერ მარტში ეკონომიკის  6-პროცენტიანი ზრდა დადებითად შეფასდა

სავალუტო ფონდთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან დამაიმედებელია. აქედან გამომდინარე, სავალუტო ფონდის მისიის წევრებისგან კარგი შეფასება მივიღეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ყურადღება ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე გაამახვილა.

„სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებისას პირველად აღინიშნა, რომ არის პროგრესი ენერგეტიკის ბაზრის რეფორმის თვალსაზრისით. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში 1-ელი მაისიდან ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პირველი ეტაპი ამოქმედდა, რამაც მსხვილი სამრეწველო მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მისცა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ხაზი გაესვა ტენდენციას, რომლის თანახმადაც მცირე ჰიდროსადგურების ინვესტორები მთავრობისგან გარანტირებული შესყიდვის ტარიფის მოთხოვნას აღარ იყენებენ.

„ისინი ენდობიან ბაზრის დერეგულირებას, ენერგეტიკის ახალ ბაზარს და საკუთარ საინვესტიციო პროექტებს საბაზრო მექანიზმებზე დაყრდნობით ავითარებენ. ენერგეტიკის რეფორმის ასეთი შედეგები სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა