„ნექსია თიეი“-ს გუნდი გაძლიერებას  განაგრძობს

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ნექსია თიეი“, რომელიც უკვე 5 წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს უკვე არაერთ რეიტინგში დაწინაურდა და წამყვან პოზიციებზე გადავიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ნექსია თიეი“-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ 2017 წელს „Nexia International”-ის 650 ოფისს შორის „წლის კომპანიის“ ტიტული მიიღო, ხოლო 2018 წელს მსოფლიოს #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის მიერ დაჯილდოვდა ნომინაციაში: „ბუღალტერიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“. 2019 წლის მონაცემებით ნექსია თიეი-მ რეკორდული, 196%-იანი ზრდა აჩვენა ფინანსური აუდიტის მიმართულებით, ხოლო საერთო რეიტინგში, ტოპ ათეულში 1 ადგილით დაწინაურდა. ნექსია თიეი ყოველთვის აღნიშნავს, რომ კომპანიის საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევები თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და მათი გამოცდილების დამსახურებაა, ამიტომ ცდილობს დაკომპლექტდეს პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებით, ხოლო შემდეგ თავადაც ზრუნავს მათ პროფესიულ ზრდაზე. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღესდღეობით ნექსია თიეი-ს უკვე 300-ზე მეტი წამყვანი ფირმა ანდობს თავის ბუღალტრულ, აუდიტორულ, საგადასახადო თუ სხვა სერვისებს.

სულ ახლახანს, „ნექსია თიეი“-ს გუნდს, ახალი წევრი - გიორგი სამხარაძე შეუერთდა, რომელიც „ნექსია თიეი“-ს აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმართულებას ჩაუდგა სათავეში. მას საქართველოსა და საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს. ის არაერთი წელი მუშაობდა დიდი ოთხეულის წევრ კომპანიებში და მართავდა პროექტებს: თბილისში, ბაქოში, ლუქსემბურგსა თუ ლონდონში.

„სასიხარულოა, რომ დავბრუნდი საქართველოში და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების რეალიზების შესაძლებლობა სწორედ სამშობლოში მაქვს. ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმა თანმდევ პროცესებთან ერთად ქმნის, როგორც გამოწვევებს, ასევე მრავალ შესაძლებლობას. იზრდება კომპანიების გამჭვირვალობა, იმატებს ჯანსაღი კონკურენცია, იხვეწება ფინანსური ანგარიშგების დონე და შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა აუდიტის ხარისხზე მუდმივ ზრუნვას. წარმატებული საქმიანობის გამო ნექსია თიეი-ს ენერგიული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი სწრაფად იზრდება. ჩემის მხრივ, საერთაშორისო აუდიტორულ ფირმებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, როგორც თბილისში, ასევე ბაქოში, ლუქსემბურგსა და ლონდონში, დამეხმარა კომპანიის საჭიროებებისა და კომპეტენციების ჰარმონიულ თანხვედრაში.

„ნექსია თიეი“ საერთაშორისო ქსელის (Nexia International) წევრი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და ეთიკური პასუხისმგებლობით, რაც ემთხვევა ჩემს ღირებულებებს. კომპანიის ახალგაზრდული და აქტიური გუნდი სამუშაო გარემოს პროდუქტიულსა და საინტერესოს ხდის, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეფექტურად მოვახერხოთ აუდიტის ხარისხზე მუდმივი ზრუნვა“,- „ნექსია თიეი“-ს ხარისხის კონტროლის მმართველმა პარტნიორმა გიორგი სამხარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა