ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და ჩიხებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და სამ ჩიხში გზის საფარი კაპიტალურად შეკეთდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, ზედაუბნის ქუჩაზე გაკეთდა ბორდიური და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, ერთ-ერთ ჩიხში ბეტონის გზა და ლითონის მოაჯირი მოეწყო. მეორე ეტაპზე, ასფალტის საფარი დანარჩენ ორ ჩიხში დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 570 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

მათივე ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ზედაუბნის ქუჩაზე და ჩიხებში გზის საფარი ათეულობით წლებია არ შეკეთებულა. იმდენად ამორტიზებული იყო გზა, რომ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. ახლა აღნიშნული ტერიტორია უკვე კაპიტალურად არის მოწყობილი. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ზედაუბნის ქუჩაზეც და ჩიხებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 142 451 ლარი გამოყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა