ლევან დავითაშვილი - გარემოსდაცვითი საკითხები აქტუალურია საზოგადოებისთვის და პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი ომბუდსმენი წარადგინა. პრემიერის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებების და ინტერესების დასაცავად, ახალი ინსტიტუტი შეიქმნა, რომელსაც დევიდ მორისონი უხელმძღვანელებს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ჩვენ გვწამს, რომ მწვანე ეკონომიკას და მდგრად განვითარებას არ აქვს ალტერნატივა. საქართველოსთვის ეს არის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი და მწვანე ეკონომიკის განვითარება.

„გარემოსდაცვითი საკითხები საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის მოსახლეობასთან კომუნიკაცია განსაკუთრებით პრიორიტეტულია. როდესაც ეკონომიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მდგრადი განვითარების პრინციპებს და მწვანე ეკონომიკას ვგულისხმობთ. ეს საკითხები ძალიან აქტუალურია საზოგადოებისთვის და პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის. სწორედ ამ პრიორიტეტულობის დამადასტურებელია ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასულ წელს სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის დროს გააკეთა და დღევანდელი ღონისძიება, სადაც გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის საკითხებზე ვისაუბრეთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი საბჭო. საბჭოში მოხდება ცალკეულ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ომბუდსმენის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მწვანე პოლიტიკის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე; მიიღებს მონაწილეობას საჯარო განხილვებში, გაუწევს კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს.

გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი არაერთ განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის, უნგრეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში არსებობს. ამ ინსტიტუტის დანერგვაზე აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები.

დევიდ მორისონი მრავალწლიან საქმიანობას სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეწეოდა, 2008 წლიდან კი, საქართველოში აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში.

2008 -2016 წლებში, დევიდ მორისონი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით.

პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაცულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები. განახორციელა მნიშვნელოვანი ინიციატივა - დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა