ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას - იქნებ, ია კერზაიას საქმეზე არ გაგვცეთ პასუხი, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“ და გვითხრათ, რომ თქვენ ვერ ერევით ამ საქმეს

ია კერზაიას საქმეზე იქნებ, ის პასუხი, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“, არ გაგვცეთ. იქნებ, გვითხრათ, რომ თქვენ ვერ ერევით ამ საქმეს და ვიღაც არის მთავრობაში, რომელიც ბლოკავს და ხელს გიშლით ამის გაკეთებაში, ბოლომდე თქვენი მხარდამჭერი ვიქნებით მათთან ჭიდაობაში, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ შს მინისტრ გიორგი გახარიას.

დეპუტატმა მინისტრს პარლამენტში მისი გამოსვლა და დაპირება გაახსენა, რომ ია კერზაიას საქმეს აუცილებლად გამოიძიებდა.

„თქვენ 2018 წლის 21 დეკემბერს, ია კერზაიას საქმეზე განაცხადეთ შემდეგი: მე პირადად გპირდებით ამ საქმეს დავასრულებ და თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, ასე დასხდეთ და ვისაუბროთ, მერე უბრალოდ შეგრცხვებათო“. ნამდვილად არ არის ჩემი საქმე, ვის რაზე შერცხვება. უბრალოდ, რადგან ასეთი სიტყვები გამოიყენეთ თავად, იქნებ ის პასუხი, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“ არ გაგვცეთ და არ გვითხრათ, რომ შეუერთდა იმ გამოუძიებელი საქმეების სიას, როგორიც არის მუხთარლის, მაჩალიკაშვილის, სარალიძის და ა.შ. ეგებ ასეთი პასუხი არ გაგვცეთ და გვითხრათ, რომ თქვენ ვერ ერევით ამ საქმეს და ვიღაც არის ამ მთავრობაში, რომელიც ბლოკავს და ხელს გიშლით ამის გაკეთებაში, ბოლომდე თქვენი მხარდამჭერი ვიქნებით მათთან ჭიდაობაში“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა