პარლამენტში სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიასა" და მამუკა მდინარაძეს შორის ინციდენტი მოხდა

პარლამენტში სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიასა" და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის ინციდენტი მოხდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები მდინარაძისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეების თქმით, პრეზიდენტის განცხადება ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით იყო სამარცხვინო და ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი, რაზეც მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს საკმაოდ სენსიტიური თემაა, რომელზეც საუბარი მიზანშეწონილი არ არის.

„ჩვენ ვნახეთ ამ თემის აწევის სურვილი გუშინ, მაგრამ არამარტო საპარლამენტო უმრავლესობა, არამედ ოპოზიციონერებიც ერიდებოდნენ ამ თემის გავრცობას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ცუდია, როცა პიარკამპანიის აგორება სურთ ამით და სწორედ ამ ახალგაზდებსაც ამაზე მივუთითებდი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტიას" წევრები პარლამენტში აქცია-პერფორმანს - „წითელი ბარათი პრეზიდენტს" მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილოს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი