ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატად ასლან ბჟანიას კანდიდატურა დაასახელა

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატად ასლან ბჟანიას კანდიდატურა დაასახელა

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „პრეზიდენტობის“ კანდიდატი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აბხაზია“ ავრცელებს.

აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ასლან ბჟანია იქნება წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს ასლან ბჟანია მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ კი, ის სრულფასოვნად შეძლებს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას“, - განაცხადა თეიმურაზ ხიშბამ.