რუსთველი მიტროპოლიტი - მოსახლეობამ შესაბამისი წერილით უნდა მიმართოს მთავრობას და მოითხოვოს, რომ ციხის მშენებლობა საცხოვრებელი სახლების მოშორებით გაგრძელდეს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების ორი დაწესებულების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციაზე რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე (გამრეკელი) და ეპარქიის წარმომადგებლები მივიდნენ.

რუსთველმა მიტროპოლიტმა აქციის მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადა.

რუსთველი მიტროპოლიტის თქმით, მოსახლეობამ შესაბამისი წერილით უნდა მიმართოს მთავრობას და მოითხოვოს, რომ ციხის მშენებლობა საცხოვრებელი სახლების მოშორებით გაგრძელდეს.

მეუფე იოანეს თქმით, მან მაღალჩინოსნებს შესთავაზა, რომ ციხის პერიმეტრი რამდენიმე მეტრით გადაწეულიყო, ისე, რომ საცხოვრებელი კორპუსებისგან მოშორებით ყოფილიყო. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი კონსულტაციების გზით უნდა გადაწყდეს.

"ვუთხარი აქციის მონაწილეებს, რომ შედით ოფიციალური განცხდებით, აქ რომ იკრიბებით მთავრობა იქ არის. ჩვენც ჩვენი მხრიდან ვეცადეთ დიალოგის რეჟიმში, მშვიდობიანად, თქვენი ინტერესების დაცვით გაგვერკვია. კომუნიკაცია მქონდა მაღალჩინოსნებთან, თუმცა არა იუსტიციის მინისტრთან",-განაცხადა ჟურნალისტებთან რუსთველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ (გამრეკელმა).

აქციის მონაწილეები დასახლებულ ზონაში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის შეჩერებას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა