„თელასი“ - თბილისის მოსახლეობის 50 პროცენტს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისის მოსახლეობის 50 პროცენტს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, ამ ეტაპზე უცნობია.

„დისპეტჩერისგან“ მოწოდებული ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობის 50 პროცენტს ამ დრომდე გათიშული აქვს ელექტროენერგია. ასევე გათიშულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ნაწილისთვისაც დენის მიწოდება. გათიშვის მიზეზებს ვადგენთ. ეს „თელასისგან“ გამოწვეული არ ყოფილა“, - განაცხადეს კომპანიაში.

მათივე განმარტებით, კომპანიის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათ არცერთ ქვესადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ზუსტი არ იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა