ანონსი 3 მაისი

3 მაისს, 09:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალზე ქვეყნის კიბერსივრცის ყველა დაინტერესებული მხარე, სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა საქართველოში; კიბერსაფრთხეები და სახელმწიფოს როლი; კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი; პიროვნების დაცულობა ინტერნეტ სივრცეში, ინტერნეტი და ბავშვები.

ფესტივალის დაესწრებიან: გრიგოლ აბულაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; თურქეთის კონსული; საფრანგეთის ელჩის მრჩეველი; ლევან ლორთქიფანიძე - აშშ-ს საელჩო, რეგიონული უსაფრთხოების უფროსი; ლატვიის ელჩის თანაშემწე; სოფია სტიუარტი - დიდი ბრიტანეთის საელჩო, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება და სხვა.

მის: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519, კოსტავას 77 ა.

საკონტაქტო: მარიამ ლაბუჩიძე - 577 55 19 19

3 მაისს, 09:30 საათზე, სამმხრივი სოციალური დიალოგის გაძლიერების საკითხზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და პროფკავშირების ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი, დარბაზი „რესპუბლიკა“

საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი 599303636; ლევან გოგიტაური 571231728

3 მაისს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იურისტი კახა კოჟორიძე და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: რეზოლუციის პროექტი, რომელსაც იურისტები „სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე" პარლამენტს წარუდგენენ. მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტი და პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო.: 593 53 45 24

3 მაისს, 10.00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება „მეცხრე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“. კონფერენციას გახნის ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულების მოადგილე ელიზაბეთ რუდი.

3 მაისს, 10:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და USAID –ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) გამართავენ კონფერენციას: „ბლოკჩეინ ტექნოლოგია ენერგეტიკის სექტორში“.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: სანაპიროს ქუჩა #2, იუსტიციის სახლი, მე-3 სართული, საკონფერენციო ოთახი

3 მაისს, 10:00 საათიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12-ე კილომეტრზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივა-მედში“, თბილისში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

3 მაისს, 10:00 საათზე, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება პირველი საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი, სახელწოდებით ,,ოქროს საწმისის ძიებაში“. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით იმართება და მისი მიზანი, იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებაა.

მის: ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N59

საკონტაქტო პირი: 593 629496 თამარ დემეტრაშვილი

3 მაისს, 10.00 საათზე, ორგანიზაცია "საფარის" ოფისში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძალადობის შემთხვევაზე - თეკო მიქაძის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: გახოკიძის ქ. N11ა.

3 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „განათლების, ენისა და ლიტერატურის მეცხრე საერთაშორისო კვლევით კონფერენციას“ გახსნის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ./N2

3 მაისს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ჯორჯ კენტსა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდებიან. მის.: რუსთაველის ქ.13 საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

3 მაისს, 10:30 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიების დასასრულს დასახელდება/დაჯილდოვდება ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.

მის.: სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, 26 მაისის მოედანი #1.

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი, +995 599 500 137

3 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რუმსში" გაიმართება ღონისძიება „ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება", რომელიც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ევროპულ ასოციაციაში ( ENQA) გაწევრიანებას ეძღვნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ევროპული ასოციაციაციის წევრობის მნიშვნელობას შეაფასებენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები და ექსპერტები.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. 14 ( სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi”, Garden Hall)

3 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

3 მაისს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საზოგადოებას შეხვდება. თემა: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები. მის: აღმაშენებვლის ხეივანი მე-12 კილომეტრი - ჯანდაცვის სამინისტროს ტრეინინგ ცენტრი (კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით) საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70​

3 მაისს, 11:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: შალვა დადიანის ქ. 2/1, II სართული, შოთა რუსთაველის დარბაზი

საკონტაქტო: სოფო ქემაშვილი 595 707 222

3 მაისს, 11:00 საათზე, ადვოკატი კახაბერ სინჯიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: პატიმართა გაუსაძლისი მდგომარეობა და დასჯა ბათუმის პენიტენციალურ N3 დაწესებულებაში, კონკრეტული ფაქტები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

3 მაისს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

მის: ჩარგლის ქ. N 73.

3 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავრდება 13 საბავშვო ბაღის დირექტორის საქმის განხილვა (მოსამართლე ირაკლი კოპალიანი).

საკონტაქტო : ინგა გუგავა 599107476

3 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

3 მაისს, 12:00 საათზე, ZEG „სთორითელინგის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალის პრესკონფერეცია გაიმართება.

მის: ფაბრიკა - ეგნატე ნინოშვილის ქ. N8

საკონტაქტო: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

3 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე პირველი ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ მიძღვნილ მონეტას წარუდგენს საზოგადოებას.

მის: საქართველოს ეროვნული ბანკი, სანაპიროს #2

3 მაისს, 12:45 საათზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რელიგიური გაერთიანებების ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით პროექტის „საქართველო ევროპულ ოჯახში“ პრეზენტაცია გაიმართება.

სტუმრებს დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დირექტორი ქეთევან ჩაჩავა მიმართავენ.

მის: დიღომი, გიული ჭოხონელიძის ქ.5

საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე, მობ: 555 10 10 40

3 მაისს, 14:00 საათზე, თელავში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება კამპანიის გახსნა სახელწოდებით - მაისის გაზომვების თვე 2019.

3 მაისს, 15:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოსახლეობას შეხვდება და პროექტის „აწარმოე უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ ისაუბრებს. შეხვედრას ასევე „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: წეროვანის დევნილთა დასახლება, კულტურის სახლი.

საკონტაქტო პირი: დათო კაკულია - 577110556

3 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე.

მის. დიმიტრი უზნაძის N52

3 მაისს, 17:00 საათზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას გამართავს. პროტესტს დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც შეუერთდებიან.

3 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში მოეწყობა თემატური შეხვედრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით მიმდინარე სტუდენტურ შემეცნებით, შემოქმედებით კონკურს „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” ფარგლებში.

თემატური შეხვედრის დასასრულს, 18:30 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც კონკურსში მონაწილის სტატუსით არის ჩართული, სტუ-ის ფაბლაბთან ერთად, სპეციალურად ღონისძიებისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტის დემონსტრირებას მოაწყობს.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის შეხვედრები მოსახლეობასთან

19:00 - ლ. ქიაჩელის ქუჩა, ლურჯ მონასტერთან

19:30 გაბაშვილის ქუჩა N 2

20:00 ზუბალაშვილების ქუჩა 48

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში