ვლადიმირ ზელენსკი პუტინს პასუხობს

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პასუხობს იმის შესახებ, რომ „ორივე ქვეყანას ბევრი საერთო აქვს“.

„დიდხანს ვიფიქრე „ბევრი საერთოს“ შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის. რეალობა ამგვარია, რომ დღეს, ყირიმისა და დონბასის ანექსიის შემდეგ, „საერთოდან“ დაგვრჩა მხოლოდ ერთი - სახელმწიფო საზღვარი“, - წერს ზელენსკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის მხრიდან თითოეულ კილომეტრზე კონტროლი უნდა დააბრუნოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი „საერთოს“ ძიების გაგრძელება.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებას, რომ მზად არის რუსეთის ყველა მოქალაქეს უკრაინის პასპორტი გადასცეს, კრემლის ლიდერმა უპასუხა: „ეს ძალიან კარგია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მოვილაპარაკებთ, რადგან ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა