“ქართული ოცნება“ უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა

“ქართული ოცნება“ უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ოცნების" საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ განუცხადა, ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის ბოძზე მოკლე ჩართვას.

„მეხი არაფერს დასცემია. მოკლე ჩართვა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინ მდებარე ბოძზე. წვიმდა, ქარი ქროდა, ამიტომ მოვიდა სამაშველო სამსახური, მაგრამ არაფერი სერიოზული რომ არ იყო, გამოიძახეს „ენერგო- პრო“ და „ენერგო- პრო ჯორჯიამ“ აღმოფხვრა პრობლემა,“ - განაცხადა ლაგვილავამ.

ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა წუხელ გაავრცელეს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში