მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი - მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. მისივე თქმით, მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს.

ამასთან, ეპისკოპოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას მშვიდობიანი თანაცხოვრების ყოველგვარი პირობა აქვთ.

„დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ-მონაზვნობის სულიერი აკვანი და ჩვენი იერუსალიმი. მე, როგორც მარნეულის ეპისკოპოსმა, მინდა ვთქვა რომ, ვხედავ, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენთან მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე, რათა ისინი საზოგადოების სრულუფასოვანი წევრები იყვნენ. მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მათ აქვთ ყოველგვარი პირობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ხალხთან. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. ერთი იცოდეს ყველამ, შინაურმაც და გარეულმა, არავის დაუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას, უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მიუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად!

იმედია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობებში არ გააჩენს ბზარს”, - წერს ეპისკოპოსი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა