მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მატარებლის შემოსვლისას მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მგზავრს მატარებელი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. არსებული ინფორმაციით, მგზავრი ახალგაზრდა ბიჭია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

როგორც პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მომხდარის გამო მეტროს პირველ ხაზზე ზონალური მოძრაობა ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებელი ვარკეთილიდან დიდუბემდე მოძრაობს.

იხილეთ ვიდეო: ახალგაზრდა მამაკაცი "სარაჯიშვილზე" მეტროს ლიანდაგში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა