ლევან გოგიჩაიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ვახტანგ გომელაურის მოსმენა იყოს ღია

თუ ვახტანგ გომელაური ჩათვლის, რომ რაღაც კითხვაზე პასუხი არ უნდა გასცეს იმის გამო, რომ საჯარო სივრცეში ამის გაჟღერება არ არის მიზანშეწონილი, მას შეუძლია თავი შეიკავოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ვახტან გომელაურის ანგარიში პარლამენტში არ უნდა დაიხუროს.

"მას შეუძლია თავი შეიკავოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ან უბრალოდ გადავა სხვა კითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ ღია უნდა იყოს სხდომა, რადგან ანგარიშის ირგვლივ გვექნება საუბარი. გაერთიანებულ კომიტეტებზე დაისვა კითხვები და პასუხები მივიღეთ. ახლა, მე ვფიქრობ, რომ უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა წარსდგეს მოსახლეობის წინაშე, რათა ადამიანებმა ნახონ პირდაპირ ეთერში ის, როგორც მათი უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი. მნიშვნელოვანია, რომ სხდომა იყოს ღია", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა