„ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გორის ქარის ელექტროსადგურის გაყიდვის გადავადების მიზეზებს განმარტავს

„ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე ყაზარაშვილის თქმით, მიზეზი რის გამოც გორის ქარის ელექტროსადგური მაისის ბოლოს ვერ გასხვისდება EBRD-თან ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებზე მოლაპარაკებებს უკავშირდება.

ელექტროსადგური EBRD-ის დაფინანსებით აშენდა.

"EBRD-თან მიდის გარკვეული ტექნიკური და იურიდიული დეტალების შეთანხმება, რასაც დრო სჭირდება, ამიტომ ქარის ელექტროსადგური წლის ბოლოს ან მომავალ წელს გასხვისდება", -განაცხადა ყაზარაშვილმა

მისივე თქმით, ქარის ელექტროსადგურის შესყიდვით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, ქართლის ქარის ელექტროსადგურის გასხისების ვადად მიმდინარე წლის მაისი სახელდებოდა. ამასთან, აუდიტორულმა კომპანია BDO Georgia-მ დაასრულა "ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ საბაზრო ღირებულების შეფასება, თუმცა კონკრეტულად რა ღირებით და რა ფორმით მოხდება პრივატიზება კვლავ უცნობია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა