გიორგი კანდელაკი - ყველა, ვინც ცდილობს ფოკუსი რუსული ოკუპაციიდან დავით გარეჯზე გადაიტანოს, საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებს ემსახურება

ყველა, ვინც ცდილობს, ფოკუსი რუსული ოკუპაციიდან დავით გარეჯზე გადაიტანოს, საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„არ არის არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი, რომ თავის დროზე ძალით შეგვათრიეს საბჭოთა კავშირში და სტალინის თანხმობით მათ, კომუნისტებმა საზღვარი გაავლეს იქ, სადაც გაავლეს იმისთვის, რომ ჩვენ შორის მუდმივად ყოფილიყო უთანხმოება. 2011 წლის შემდეგ ამ პროცესში დადებითი დინამიკა იყო, მთავარი ბრალეულობა კი ჩვენი მთავრობისაა, რომელმაც ვერ შეძლო ამ დადებითი დინამიკის ცოტა მაინც გაგრძელება, იმისათვის, რომ პროცესი ცოტა მაინც წასულიყო წინ და არა ეტკეპნა ადგილი, როგორც სამწუხაროდ, ბოლო წლებში მოხდა", - აღნიშნა კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა