აპრილში, უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულზე, ხილზე, ხორცის პროდუქტებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სასტუმროებსა და კაფე-რესტორნებში ფასები გაიზარდა

2019 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულზე, ხილზე, ხორცის პროდუქტებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სასტუმროებსა და კაფე-რესტორნებში ფასები გაიზარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, 2019 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა.

მათი ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0პროცენტი), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-3.8 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რამაც 0.04 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ტანსაცმელზე (1.7 პროცენტი), ისე ფეხსაცმელზე (1.1 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (2.8 პროცენტი).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა