ვახტანგ გომელაური - სუს-მა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას გეგმავდნენ

წარმატებით ვაგრძელებთ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.

„მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სახელმწიფო უწყებებთან მუდმივ კოორდინაციას, ასევე მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. წარმატებით ვაგრძელებთ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. მიმდინარე წლის 13 მარტს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას გეგმავდნენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. 2018 წელს რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე. საანგარიშო პერიოდში სამსახურის ინიციატივით, საქართველომ უმასპინძლა უკრაინის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს. უკრაინელ პარტნიორებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ბირთვული და რადიაციული კონტროლის სფეროში. სამსახურმა ასევე ჩაატარა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სწავლება “ლომის ფარი”, რისთვისაც ევროკომისიამ საქართველო საუკეთესო პარტნიორად დაასახელა“,- განაცხადა გომელაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა