ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - გასულ წელს ფიზიკური პირების დაკრედიტებაში დოლარიზაციის ზრდა დაანონსებულმა რეგულაციებმა გამოიწვია

გასულ წელს ფიზიკური პირების დაკრედიტებაში დოლარიზაციის ზრდა დაანონსებულმა რეგულაციებმა გამოიწვია, - ასე ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გასულ წელს ფიზიკური პირების დოლარში დაკრედიტების ზრდა.

გვენეტაძე განმარტავს, რომ მოსალოდნელმა პასუხისმგელიანი დაკრედიტების მექანიზმმა წაახალისა უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა, თუმცა მიმდინარე წელს დოლარიზაციის შემცირების ტენდენციაა.

„2018 წელს დაანონსებული იყო, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები ამოქმედდებოდა, აქედან გამომდინარე მოხდა უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის აქსელერაცია. ამას თან ერთვოდა უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების შემცირება, მაგრამ ჩვენ მოველით და პირველი კვარტლის მონაცემებიც ამას გვაჩვენებს, რომ დოლარიზაცია ისევ მცირდება და ვფიქრობთ ეს პროცესი გაგრძელდება. საინტერესოა, რომ იურიდიული პირების დაკრედიტების შემთხვევაში პირიქით, ლარში ხდებოდა სესხების გაცემა,“-აცხადებს კობა გვენეტაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა