მამუკა ბახტაძე დავით გარეჯზე - ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს ისე გადავწყვეტთ, როგორც ჩვენს მეგობრობას და  სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება

დელიმიტაციის საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომლიც მანამდე არსებობდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავით-გარეჯში არსებული ვითარებასა და აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დელიმიტაციის კომისიას არ უმუშავია. ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, კომისიის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება მთავრობის უახლოეს სხდომაზე მოხდება.

„პირველივე დღიდან იყო ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია უწყებებს შორის. მე მქონდა დავალებული ყველა მინისტრისთვის აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, რომ ჰქონდათ ძალიან აქტიური საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოგეხსენებათ, რომ არის მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება თვითონ კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია, აქედან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას დავამტკიცებთ ხელახლა და ეს მოხდება სავარაუდოდ, უახლოესი მთავრობის სხდომაზე მომდევნო კვირას. შემდეგ უკვე ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს. ამ პერიოდის განმავლობაში კი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომლიც მანამდე არსებობდა. დარწმუნებული ვარ ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა