ქეთევან ციხელაშვილი - ევროსაბჭომ საქართველოს მიმართ ძალიან მყარი მხარდაჭერა დააფიქსირა

ეს იყო კონკრეტული, მკაფიო გზავნილების შემცველი გადაწყვეტილება, რომლითაც ევროსაბჭომ ძალიან მყარი მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს მიმართ, - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ მორიგ გადაწყვეტილებას საკითხზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში.“

როგორც „ინტეპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სხდომაზე კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროსაბჭოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ აფერხებს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესს, ხელყოფს რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას და აგრძელებს სამხედრო ძალით ყოფნას საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში.

„დოკუმენტში ყველა მიმდინარე დარღვევა ხაზგასმულია და გამოხატულია პოზიცია, რომ ეს ევროსაბჭოსათვის აბსოლუტურად მიუღებელია. საუბარია ოკუპაციაზე, სამხედრო წვრთნებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, გალსა და ახალგორში მაცხოვრებელი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, საკუთრების უფლების დარღვევისა და დევნილების დაბრუნების უფლების ხელყოფაზე. ასევე, რუსეთის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. აგრეთვე საუბარია სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ქვეპროგრამები ადამიანებისავის, მათი კეთილდღეობისათვის და სამომავლოდ ნდობის მშენებლობისა და დიალოგისათვის.

„მადლობა უნდა გადავუხადო ევროსაბჭოს კომიტეტს ამ გადაწყვეტილებისათვის, რადგან ეს არის არა მხოლოდ მკაფიო და მყარი მხარდაჭერა, არამედ გარანტი იმისა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამშვიდობო პოლიტიკაში წარმატებულები ვიქნებით. პარტნიორების მხრიდან ამ პოზიციების ერთობლიობა და მუდმივობა უზრუნველყოფს იმას, რომ რუსული ძალისმიერი პოლიტიკა წარუმატებელი იქნება და მას პერსპექტივა არ გააჩნია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა