15-22 მაისს სიღნაღის თეატრის დასი გერმანიაში მიემგზავრება

15-22 მაისს, სიღნაღის თეატრალური დასი გერმანიის ქალაქ ესსლინგენში გაემგზავრება და ევროპის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს, ფესტივალის თემატიკა ევროკავშირის ქვეყნებში მოხუცთა ცხოვრებას შეეხება.

სიღნაღის თეატრი მაყურებლის წინაშე 17 მაისს სპექტაკლს - „ვიღაცა გვეძახის“ დადგამს. ფესტივალზე საქართველოს სახელით მსახიობები: აკაკი ძაძამია, ნანა ბუკია, თორნიკე ჩეკურიშვილი, მირიან გოცირიძე და ანა ლოსაბერიძე წარდგებიან.